იუსტიციის მინისტრი - ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში

რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენც პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც აქვს და ისინიც არ აჟღერებენ ამ მოთხოვნას; და ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს.

მინისტრის თქმით, უწყება მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოში. საქართველოს კონსტიტუცია არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ჩემი, ისე თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ძირითად სამართლებრივ წესრიგს და მას ებმის მთელი დანარჩენი კანონმდებლობა. რაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ამით", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია