რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - თუკი ადამიანი არის მოწამლული, რასაც დაცვის მხარე ამტკიცებს, სრულიად გაუგებარი და  ალოგიკურია, როდესაც ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, ყოფილ პრეზიდენტს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა, თუმცა, მსჯავრდებულმა ამაზე უარი თავად განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ალოგიკურია წინააღმდეგობა ნიმუშების ჩაბარებაზე.

„ჩვენ ვიმოქმედეთ მყისიერად. მე პირადად შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და ამ ფარგლებშიც მას უნდა ჩატარებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, ამაზე მან თავად განაცხადა უარი; ნიმუშებს არ აბარებს და, ამ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო