თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრის კორნელიუს კატონის დაკითხვაა დაგეგმილი. ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე ექსპერტის დაკითხვაც.

მოსარჩლემ სხდომაზე წარმოადგინა კლინიკის განცხადება, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ სასამართლო პროცესშიც მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025