შალვა ხაჭაპურიძე - არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ

თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია, ანუ რამენაირად არ გაუშვან სააკაშვილი , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობას სამხარაულის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში „ნიჩიას“ გაითამაშებს და დააკმაყოფილებს, თუმცა ამის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არის. შემდეგ პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ კვირაში 3 პროცესი დაინიშნა, დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს