პროკურატურაში, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგი კიბერდანაშაულზე პირველად რეაგირებას შეეხებოდა, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი და ამავე ლაბორატორიის ანალიტიკოსი ბრენდონ ჩიი უძღვებოდნენ.

ტრენინგში, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შედეგად, ტრენინგის ჩვიდმეტივე მონაწილემ კიბერინციდენტებზე პირველადი რეაგირების ექსპერტის სერტიფიკატი მიიღო.

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსი 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს პროკურატურა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების მიმართულებით მომავალშიც განაგრძობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ