შალვა ხაჭაპურიძე - 10 თვე გახდება, რაც სააკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება, დედამიწის ზურგზე, სად გაგვიგია ამ ტიპით სასჯელის მოხდა - მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რათა მიეცეს საშუალება, ჩაიტაროს მკურნალობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გუშინ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტია და კიდევ უფრო დამძიმდება, თუ საკვებს არ მიიღებს, თუმცა მეორე ნაწილში არ დაამატა საკვებს, რატომ ვერ იღებს.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, რათა მას საშუალება მიეცეს მკურნალობა ჩაიტაროს.

„გუშინ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არ მიიღებს საკვებსო, თუმცა მეორე ნაწილში აღარ დაამატა, რატომ ვერ იღებს საკვებს. მან თქვა, რომ არ იღებს. არა ბატონებო, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და იმ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების მიხედვით, ვინც უკვე დაიკითხნენ სასამართლოზე განმარტებულია მიზეზები, რატომ ვერ იღებს მიხეილ სააკაშვილი საკვებს, რატომ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ თუ სააკაშვილს არ გაეწევა მაღალპროფილურ კვალიფიციურ კლინიკაში საზღვარგარეთ მკურნალობა, მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ამის გაგება არ უნდათ, ათი თვე გახდება, რაც საავადმყოფოში იმყოფება, დედამიწის ზურგზე სად გაგვიგია სასჯელის ამ ტიპით მოხდა ან საქართველოში თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი. ჩვენ ვრჩებით აზრზე, რომ მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება, რათა მას მიეცეს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მან ისაუბრა სასამართლო პროცესებზეც, ადვოკატის განმარტებით, 30 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას ეხება, ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები გამოიკითხებიან.

„მოგეხსენებათ შუამდგომლობაზე, დასკვნის დასკვნა წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, ამ შუამდგომლობაზე გავცემთ პასუხს, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ ეს ერთი და მეორე, დაიკითხებიან ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები, ხვალისთვის დაახლოებით 5 ადამიანი უნდა დაიკითხოს“,-აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024