მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებულ პროცესზე დღეს „ემპათიას“ ექიმები დაიკითხებიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ოქმი, ასევე კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მიეცა, დისტანციურად ჩართვაზე კი თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სხდომაზე მოსამართლეს მიმართა, რომ ერთ-ერთი სხდომა გასვლით, კლინიკაში ჩაეტარებინათ, რათა პროცესზე დასწრება თავად სააკაშვილს შესძლებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექიმებს დაკითხავენ.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია