მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტების აცილებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტების - ეკა ჩავლეიშვილის, კონსტანტინე ცქიტიშვილის, ნოდარ კაკაბაძის, ნინა კეკელიძისა და აკაკი ტყემალაძის აცილებას ითხოვს.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა და არგუმენტები დაუპირისპირა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, უწყება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვს.

„მოგახსენებთ შუამდგომლობას ექსპერტთა და საექსპერტო დაწესებულების აცილების შესახებ. ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ექსპერტებს: ეკა ჩავლეიშვილს, კონსტანტინე ცქიტიშვილს, ნოდარ კაკაბაძეს, ნინა კეკელიძეს, აკაკი ტყემალაძეს და საექსპერტო დაწესებულება „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (სეები)“ შემდეგ გარემოებათა გამო - ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი და ექსპერტი კონსტანტინე ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ სეებ-ის 2014 წლის 1-ელი ოქტომბრის ერთ-ერთ ექსპერტიზაში, რომელიც დაუპირისპირდა ამავე საექსპერტო ბიუროს მიერ 5.5 თვით ადრე გაცემულ 15 აპრილის დასკვნას, ვალერი გელაშვილის სხეულზე 2005 წლის 14 ივლისის დაზიანებების შეფასებაზე. 15 აპრილის დასკვნაში სეებ-ის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტმა, ელენე ჭითანავამ მიიჩნია, რომ დაზიანებები იყო ნაკლებად მძიმე ხარისხის. მოგვიანებით, 2014 წლის 1-ელ ოქტომბერს იმავე ელენე ჭითანავამ და ამავე სამმართველოს ექსპერტებმა ეკა ჩავლეიშვილმა და კონსტანტინე ცქიტიშვილმა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ამ დასკვნაში, მიიჩნიეს, რომ დაზიანებები იყო მძიმე ხარისხის. ამის შემდეგ განაჩენი დადგა შესაბამისი“, - განაცხადა ზურაბ ვანიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა