მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

აღნიშნულით არევაძემ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გასულ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, ის საქმეზე მტკიცებულების სახით არ უნდა დართვოდა.

მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა, შესაბამისად, სასამართლოში ჩვენების მიცემა მოუწევთ წარდგენილი დასკვნის ავტორებს, ნოდარ კაკაბაძეს, ნანა კეკელიძესა და აკაკი ტყემალაძეს.

„ვფიქრობ, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების განმარტებაზე. როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს“, - განაცხადა გიორგი არევაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას