გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს ასეთი პოზიცია აქვს - დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, ის ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს გამარჯვებას ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არავითარ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

„არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მთელი ეს პერიოდი არასდროს დაუძრავს კრინტი ჩემთან და პირველად ახლა მითხრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა