შალვა ხაჭაპურიძე - ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სასამართლო პროცესის მიმართულებას ვერ შეცვლის - რაც მეტს სიღრმეებში წავალთ, უფრო მეტი სიყალბე ამოტივტივდება

ეს დოკუმენტი სასამართლო პროცესის მიმართულებას ვერანაირად ვერ შეცვლის - რაც მეტს სიღრმეებში წავალთ, უფრო მეტი სიყალბე ამოტივტივდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არაკომპეტენტური და მიკერძოებული პირების მიერაა გაცემული.

„ჩვენ მოსამართლეს დავუდასტურეთ დოკუმენტურად, რომ დასკვნა ყალბია. გაცემულია სხვა მტკიცებულებებზე, რომელიც მარიამ ჯიშკარიანის დასკვნაში გაცემული არ არის. გარდა ამისა, დავადასტურეთ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია არაკომპეტენტური და მიკერძოებული პირების მიერ. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ამ დასკვნის დართვის და სასამართლოზე გამოკვლევის შესახებ. ამ ნაწილში მხარე არ შეზღუდა. პროცესი უნდა გავაგრძელოთ იმიტომ, რომ ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ადამიანი კვდება და ახლა იმის დრო ჩვენ არ გვაქვს, რომ პროცესუალური სვლები ვაკეთოთ. ეს დოკუმენტი ვერანაირად ვერ შეცვლის სასამართლო პროცესის მიმართულებას, იმიტომ, რომ სასამართლო პროცესზე, რაც მეტს სიღრმეებში წავალთ, უფრო მეტი სიყალბე ამოტივტივდება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო