შემოსავლების სამსახური - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამოვლინების ფაქტები  2022 წელს  24%-მდე გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე, თითქმის 24%-ით მეტია.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

„ამასთან, 2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია. აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19769.09 კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა