„ემპათიას“ ექსპერტი მანანა კვარცხავა მოსამართლის კითხვაზე, სად გაეცნო სამხარაულის დასკვნას - არ გპასუხობთ ამ კითხვაზე

არ ვპასუხობ მე მაგ კითხვაზე, - ასე უპასუხა „ემპათიის“ ექსპერტმა, ექიმმა, გასტროენტეროლოგმა მანანა კვარცხავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვას, რა ფორმით გაეცნო სამხარაულის დასკვნას.

მანამდე, პენიტენციური სამსახურის იურისტმა, ნიკა აბრამიშვილმა „ემპათიას“ ექსპერტს ჰკითხა:

„თქვენ აღნიშნეთ, რომ გაეცანით სამხარაულის დასკვნას, სად გაეცანით, სად გასაჯაროვდა? რის შემდეგაც ექიმ-გასტროლოგს მოსამართლე გიორგი არევაძემაც დაუსვა კითხვა, თუ რა ფორმით გაეცნო და სად მიუწვდებოდა ხელი დასკვნაზე.

„იურისტებმა გიპასუხონ ამ კითხვაზე, ადვოკატებმა....მე როგორ უნდა გითხრათ, არ ვპასუხობ მე მაგ კითხვაზე”, - დასძინა კვარცხავამ და მოსამართლის რეპლიკაზე,“ქალბატონო მანანა, თქვენ იკითხებით აქ”, „ემპათიას“ ექსპერტმა გაიმეორა:

„არ გპასუხობთ ამ კითხვაზე”.

ამის შემდეგ ექიმ-გასტროლოგს მოსამართლემ მიმართა, დასკვნის შესახებ ტელევიზიით ხომ არ მოისმინა, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ იურიდიულ საკითხებზე არ ისაუბრებს.

„მე არ გეტყვით ადვოკატები გიპასუხებენ, იურიდიულ საკითხებზე მე არ გიპასუხებთ. მე მკითხეთ კლინიკურად“, - განაცხადა მან და დასძინა: „ხო, მაგრამ ხომ მაქვს უფლება, რომ არ გიპასუხოთ მაგ კითხვაზე...არა მაქვს? როგორ არა მაქვს, ეს არის კითხვა, რომელზეც შემიძლია არ გიპასუხოთ. ტელევიზიითაც მოვისმინე და ყველა ჟურნალისტი მაგას ლაპარაკობს და მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს”,- განაცხადა ექიმმა.

პენიტენციური სამსახურის იურისტის კითხვაზე, სად გაეცნო შინაარსს, „ემპათიას“ ექსპერტმა უპასუხა, რომ ტელევიზიიდან.

შეგახსნეებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე „ემპათიას“ ექსპერტები დაიკითხნენ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო 1-ელ თებერვალს გააგრძელებს მსჯელობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა