ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის“ შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მსოფლიო მასშტაბით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა და 41-ე ადგილს იკავებს.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო 7 წელია საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში პოზიციას ინარჩუნებს.

„საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად - თანაბარი 56 ქულით. 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანას: პოლონეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთს, მალტას, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს. საქართველო პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რაც კარგად ეხმიანება იმ შეფასებებს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერაა გამოქვეყნებული ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, სადაც ქვეყანა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლების (კონტროლის) მიხედვით, მე-40 პოზიციაზეა, უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და შემფასებელი ორგანიზაციების მხრიდან, მოხვედრილია ევროპის ან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში. ასე რომ, მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია. ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ერთ-ერთი თვალსაჩინოა ევროპის მასშტაბით“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია