ალექსანდრე დარახველიძე - დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით ჩაშლილი იქნება

დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით ჩაშლილი იქნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, თუმცა, ჩვენ ვაქვეყნებთ დანაშაულის თავების მიხედვით და არა კონკრეტული მუხლების მიხედვით ინფორმაციას. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ყოველკვარტალურად, ანუ სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, ჩაშლილი იქნება თითოეული მუხლის მიხედვით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით იქნება მითითებული მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, გახსნის მაჩვენებელი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, რომ იქვე შეადაროს წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ყოველკვარტალურად გამოქვეყნების გადაწყვეტილების მიღებამდე უწყება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას გაეცანო.

„ჩვენ გავეცანით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მაგალითად: ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველ კვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს. რაც შეეხება ავსტრიას, გერმანიას, პოლონეთს, შვედეთს და ნორვეგიას - ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ მონაცემებს. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ყოველკვარტალურად გამოქვეყნების შესაძლებლობა. სამი თვის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს ამ მონაცემებს, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა