ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ „რუსულ ოცნებას“: პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და ჩვენს ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ

პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ რუსულ "ოცნებას" - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველაფერს ნულიდან დაიწყებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი, რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ "ოცნებას" პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი. თუ შედეგი იქნება ყველა მზად არის დატოვოს ყველაფერი და გავუფორმოთ ოფისები. ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ცენტრალურ ოფისში და იქ დაჯდეს. სხვა შემთხვევაში ვიღაცების აზრები ნაკლებად მაინტერესებს, შედეგი დადგება?! - ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა