BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ეროვნულ დონეზე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჭირო კვლევა დაიწყო.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტი მრავალ ქვეყანაში არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების ეთიკურად და უსაფრთხოდ გამოყენებასა და ცალკეული სექტორების განვითარებასთანაა დაკავშირებული. ამ დრომდე საქართველოს მსგავსი დოკუმენტი არ გააჩნია.

კვლევის შედეგად მომზადდება დოკუმენტი (ე.წ. White Paper”), რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ პროცესში მრჩეველის სახით იქნება ჩართული გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე, რომელიც ამავდროულად BTU-ს საპატიო დოქტორია. დოკუმენტის მომზადების პროცესში დაგეგმილია კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში AI სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობდნენ. მკვლევრები აუცილებლად გამოიყენებენ ამ მიმართულებით მსოფლიოში დაგროვებულ საუკეთესო გამოცდილებას.

დოკუმენტის მომზადების შემდეგ დაიწყება აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების ეტაპი. იგეგმება შეხვედრები როგორც სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და იმ ინსტიტუციებთან, ვისაც აღნიშნულ დარგში ექსპერტიზა გააჩნია. ასევე დაიგეგმება შეხვედრები სამეცნიერო საზოგადოებასთან და ყველა მხარესთან, ვინც AI-ს ეროვნული სტრატეგიის დანერგვაში შეიძლება მონაწილეობდეს.

კვლევის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ BTU-ს ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები. აღნიშნულ პროგრამას მიმდინარე სასწავლო წელს 5 დოქტორანტი ჰყავს.

BTU-ში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის კვლევისთვის მოსამზადებელი ეტაპი 2020 წელს დაიწყო. მაშინ უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა - AI ეროვნული სტრატეგიის საჭიროება საქართველოში, რომლის ფარგლებშიც AI-ს ეროვნული სტრატეგიის საჭიროების საკითხი დადგა. BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება. კვლევა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია AI Georgia-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების კარგი წინაპირობაა.

(R)

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ეროვნულ დონეზე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჭირო კვლევა დაიწყო.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტი მრავალ ქვეყანაში არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების ეთიკურად და უსაფრთხოდ გამოყენებასა და ცალკეული სექტორების განვითარებასთანაა დაკავშირებული. ამ დრომდე საქართველოს მსგავსი დოკუმენტი არ გააჩნია.

კვლევის შედეგად მომზადდება დოკუმენტი (ე.წ. White Paper”), რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ პროცესში მრჩეველის სახით იქნება ჩართული გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე, რომელიც ამავდროულად BTU-ს საპატიო დოქტორია. დოკუმენტის მომზადების პროცესში დაგეგმილია კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში AI სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობდნენ. მკვლევრები აუცილებლად გამოიყენებენ ამ მიმართულებით მსოფლიოში დაგროვებულ საუკეთესო გამოცდილებას.

დოკუმენტის მომზადების შემდეგ დაიწყება აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების ეტაპი. იგეგმება შეხვედრები როგორც სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და იმ ინსტიტუციებთან, ვისაც აღნიშნულ დარგში ექსპერტიზა გააჩნია. ასევე დაიგეგმება შეხვედრები სამეცნიერო საზოგადოებასთან და ყველა მხარესთან, ვინც AI-ს ეროვნული სტრატეგიის დანერგვაში შეიძლება მონაწილეობდეს.

კვლევის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ BTU-ს ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები. აღნიშნულ პროგრამას მიმდინარე სასწავლო წელს 5 დოქტორანტი ჰყავს.

BTU-ში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის კვლევისთვის მოსამზადებელი ეტაპი 2020 წელს დაიწყო. მაშინ უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა - AI ეროვნული სტრატეგიის საჭიროება საქართველოში, რომლის ფარგლებშიც AI-ს ეროვნული სტრატეგიის საჭიროების საკითხი დადგა. BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება. კვლევა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია AI Georgia-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების კარგი წინაპირობაა.

(R)

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა