ლევან დავითაშვილი ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის მრავალწლიანი პარტნიორობის გაღრმავებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს ლევან დავითაშვილმა და ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გეორგ ადლერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. გეორგ ადლერი საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ლოგისტიკის, კვების მრეწველობისა და სხვა სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

ლევან დავითაშვილმა გეორგ ადლერს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ავსტრიის მთავრობას და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ავსტრიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე, მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე და განიხილეს პოტენციალი, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის განახლებადი ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ ავსტრიის სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ შორის ბიზნესფორუმებში, რათა ხელი შეუწყოს საქმიანი ურთიერთობების განვითარებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა