ანონსი  1-ელი თებერვალი

1-ელ თებერვალს, 10:45 საათზე, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში „ეროვნული თანხმობის აკადემიური“ პლატფორმის ფარგლებში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან „ეროვნული თანხმობის დეკლარაციას“ წარადგენენ.

მის: ვაჟა-ფშაველას 33

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ქეთი - 595 078 100

1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე, „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები და ექთნები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ხელფასის გაზრდისა და კლინიკების მიერ 2023 წლიდან ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური ხელფასის გადახდის არიდების შემთხვევების აღკვეთის მოთხოვნით მიმართავენ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ.144

საკონტაქტო: ექთანი ია ხელაძე - 595 04 12 84; რევაზ კარანაძე - 593 13 80 87

1 - ელ თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დღეიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული სიახლეები, შედეგები და არსებული გამოწვევები. გამონაბოლქვის კონტროლის საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1-ელ თებერვალს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

1-ელ თებერვალს, 12:30 საათზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმებას ხელს მოაწერენ „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეუგენიუ რუსუ.

მის: მცხეთა, ანტიოქიის ქ. #5, (საქპატენტის სათაო ოფისი)

საკონტაქტო პირი: მარიკა ლაცაბიძე +995599728801

1-ელ თებერვალს, 13:00 საათზე, „ლელოს“ წევრები ანა ნაცვლიშვილი და დეა მეტრეველი გამართავენ ბრიფინგს.

თემა: „გელათის საქმე“.

პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ

საკონტაქტო: ია ადეიშვილი 599 26 40 26

1-ელ თებერვალს, 13:00 საათზე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია წალენჯიხის მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო: თამარ ბელქანია - 577 50 99 74

1-ელ თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) საქართველოს მმართველობის ინდექსის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

1-ელ თებერვალს, 16.00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: „საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები 2022-2023 წლებში“

მის: ირინა ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა