ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს ვიზიტზე უარი ეთქვათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას „რესპუბლიკაში“ შესვლაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიზეზი 21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა.

ამავე ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს.

„ბოლო დროს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს, მოლაპარაკებათა რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანათავმჯდომარეების ქმედებებს მიკერძოებული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი აფერხებენ მოლაპარაკების პროცესს და დამატებით საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა