სოფელ კარბში მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები  ვერდიქტს სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის საქმეზე, გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.

ბრალდებული, რომელსაც მომხდარი ფაქტიდან 2 კვირაში გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, გარდაცვლილის თანასოფლელი 68 წლის ქალია.

შემთხვევა 2022 წლის 10 ივლისს მოხდა. მეზობლებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მეზობელ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების თქმით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გორის რაიონულ სასამართლოსთან რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს მოთხოვნით - ,,დაისაჯონ მკვლელები“. გარდაცვლილის ნათესავები მუხლის გადაკვალიფიცირებას და დაკავებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვენ, ამასთანავე, გვიმრაძის ოჯახის წევრების მტკიცებით, ბრალდებული ქალის გარდა, აღნიშნულ დაპირისპირებაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა