ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის მერიამ ცვლილებები განახორციელა და ფინანსური რისკები დააზღვია  იმ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულებაში, რომელმაც მეტროსადგურებისთვის ვაგონების შეძენა უნდა მოახდინოს

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მეტროსადგურებისთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია.

მისივე თქმით, მას არ ახსოვს მსგავსი „მკვეთრი განცხადება“, რომ EBRD-მა „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა.

„მე პირადად ასეთი მკვეთრი განცხადება არ მახსენდება. ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და დიდხანს ვეძებდით გამოსავალს. ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ჩვენ სხვა ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით 30-35% აუცილებლად სხვა მომწოდებლის შემთხვევაში ძვირდებოდა, თუნდაც ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე, რომ გადავსულიყავით. ვეცადეთ, რომ არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის, ანუ ჩვენი დაკვეთის ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო. ამ პირობებს მივაღწიეთ. ყოველი ეტაპი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან შეთანხმდა, ამ ცვლილების თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა, ამის შემდეგ ამ ცვლილებებს ხელი მოეწერა და ამოქმედდა. ვიმედოვნებ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში მოწოდება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომას ადგილი ექნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მაქსიმალურად დაზღვეულია იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია წარმოებას ვერ შეძლებს და ჩვენ გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ აღმოვჩნდეთ. ეს ყველაფერი შეიცვალა ისე, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, ექსპლუატაციაში შევა და მხოლოდ იმ ნაწილს ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროსადგურებში ჩაეშვება“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის ვიცე-მერმა, დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის და უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადება.

„იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წელს 18-მეტრიანი ავტობუსები არ უნდა შემოსულიყო, ბევრი განცხადება გავაკეთეთ. უახლოეს დღეებში გამოცხადება უკვე ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს 2023-2024 წლების განმავლობაში ავტობუსების შემოყვანას, ეს იქნება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი და ასევე, ამისთვის დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა. რამდენიმე კვანძის მოდიფიცირება მოგვიწევს, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთებთ, რომ დააკმაყოფილოს 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილების საგზაო სტანდარტი. ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის, უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსადგურებისთვის ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“გაიმარჯვა. 2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა