თენგიზ წულაძე - თავიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა - ახლა ვეღარ ჭამს - ანორექსია და კახექსია იწვევს გულისრევას და მადის დაქვეითებას, ეს არ არის პაციენტის მხრიდან მართვადი

თავიდან, როდესაც შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა. ახლა ვეღარ ჭამს, - ასე უპასუხა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის კითხვას, მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს თუ ვერ ჭამს.

როგორც წულაძემ აღნიშნა, ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებას იწვევს და ამ პროცესს პაციენტი ვერ მართავს.

„ანორექსია და კახექსია იწვევს გულისრევას და მადის დაქვეითებას. ეს არ არის პაციენტის მხრიდან მართვადი. ასე ადვილად ვერ მართავს. მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს და ალბათ, კოლეგები მკურნალობენ. არ ვიცი, ამ ბოლო დროს, რას აძლევენ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ