გელა ნიკოლაიშვილი - მიგვაჩნია, რომ სიტუაციაში, რომელშიც სააკაშვილია, მკურნალობა შესაძლებელია - არ ვეთანხმებით, რომ ქართულ საავადმყოფოში ყოფნა დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა, ის ხომ არ არის ციხეში?!

რა თქმა უნდა, ის ავადაა, ავად რომ არ იყოს, საავადმყოფოშიც არ იქნებოდა. ვიზუალურად, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა, არავის სიამოვნებს მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილი განმარტავს, ისინი არ ეთანხმებიან განცხადებებს, რომ სააკაშვილის საქართველოს საავადმყოფოში ყოფნა დაუშვებელია.

„ჭამს თუ არ ჭამს, ეს არასდროს გვიკითხავს. ჩვენ ვამბობთ, რომ იმ კალორიებს არ იღებს, რაც უნდა მიიღოს. რაც შეეხება მის ვიზუალურ მდგომარეობას, ყველამ ვნახეთ და ექთანსაც ჰკითხეს, შეყვანიდან დღემდე შეიცვალა თუ არაო, რა თქმა უნდა, შეიცვალა, რა თქმა უნდა, ის ავადაა, ავად რომ არ იყოს, საავადმყოფოშიც არ იქნებოდა. როგორ შეაფასებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასო რომ მეკითხებით, ეს კითხვა ჩემთან არ არის, ეს ექიმებს უნდა ჰკითხოთ. ვიზუალურად, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა, ასე ვიტყოდი რბილად და არავის სიამოვნებს მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, ამიტომაც არის საჭირო მაქსიმალურად ზომების მიღება და ერთ-ერთი ზომა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანაა, რისი წინააღმდეგიც არის, როგორც გვეუბნებიან, ამის მოტივებიც აქვს, რაღაც შიშები აქვს, მაგრამ ექიმმა, რომელიც დღეს დაიკითხა, თქვა, რომ მისთვის აუცილებელია ხელოვნურ კვებაზე იყოს გადაყვანილი, რაც ექიმების თქმით, მის წონაში კლებას შეაჩერებს. ბატონ თენგიზ წულაძეს დავუსვი კითხვა, რომელმაც თქვა, ამდენი დაავადებები რომ აქვს, მისი მკურნალობისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ ადაპტაციური შეუგუებლობის გამო ვერ ეგუება გარემოს. თუ პატიმარი გარემოს ვერ ეგუება და ამის გამო უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის გამო უნდა იყოს ის გათავისუფლებული, ეს პრეცედენტი არ ყოფილა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ეს სტანდარტი უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, რომელიც ავადაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება მხოლოდ იმის გამო, რომ ადაპტაცია არ შეუძლია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაციაში, რომელშიც სააკაშვილი არის, მკურნალობა შესაძლებელია და ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ საქართველოში მისი ყოფნა და საქართველოს საავადმყოფოში ყოფნა დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა, ის ხომ არ არის ციხეში", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა