ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე - არ მსურს საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც აზრი არ აქვს

არ მსურს საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც ამას აზრი არ აქვს , - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ალეკო ჭელიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის პოზიციას, როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, მას და ალეკო ჭელიძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არ დაუგეგმავთ.

“რაც პროკურორმა ისაუბრა ანალოგიური დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ამის საპასუხოდ მე, ზოგად შეფასებას გავაკეთებ. მტკიცებულებებს, რასაც ხაზი გაესვა პროკურორის მხრიდან, ჩემ ბრალეულობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არ არის სამართლებრივი მხარე. ეს არის მისი ვარაუდი და შეფასება არანაირი ფაქტი არ მოწმობს იმას, რომ მე და ალეკოს გვქონდა საერთო განზრახვა მოგველაპარაკებინა ადამიანის მკვლელობაზე.

ვიმედოვნებ, რომ მეორე ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიიღება პროვოკაციის საფუძველზე”,- განაცხადა გიორგი კავილაძემ და პროკურორის არგუმენტებს “უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ზღაპრები” უწოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მაჯავრდებულთა მიმართებით გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა