მარიამ ჯიშკარიანი - ეტყობა, მოსამართლე არევაძეს ძალიან ეშინია ჩემი და ჩვენი დასკვნის, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, არასოდეს დავესწრო სასამართლოს

მოსამართლე არევაძეს ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი და ჩვენი საერთო დასკვნის, შესაბამისად, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ არასოდეს დავესწრო სასამართლოს, ან არ მოვიდე მეორეჯერ მოწმედ. ეს არის მოსამართლის მხრიდან პრევენციული ზომა, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯიშკარიანმა სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იყო არაკანონიერი.

„კომისიური ექსპერტიზის დროს, ექსპერტები ერთად მუშაობენ. მე უკვე გამოკითხული ვარ და, შესაბამისად, უფლება მაქვს სასამართლო დარბაზში ვიჯდე. არავის არაფერს ვკარნახობდი.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს და მოსამართლის გადაწყვეტილებას, ეს არის არაკანონიერი გადაწყვეტილება. მოსამართლე არევაძეს ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი და ჩვენი საერთო დასკვნის. შესაბამისად, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მე არასოდეს დავესწრო ამ სასამართლოს, ან არ მოვიდე მეორეჯერ მოწმედ. ეს არის მოსამართლის მხრიდან პრევენციული ზომა.

რაც შეეხება ექსპერტის, გალინა კალუშინას დაკითხვას, პენიტენციური მხარე მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ აძლევს შეკითხვებს და, სწორედ ამას მოყვა ჩემი კომენტარი. მოსამართლეს ხმამაღლაც განვუცხადე, რომ ექსპერტიზის ხელმძღვანელი მე ვიყავი და თუკი ფრჩხილის და თმის ნიმუშების აღებისას ხელმოწერა იყო საჭირო, ჩემ გარდა სხვა წევრი ვერ მოაწერდა ხელს. ჩვენ არ შეგვიშვეს და ეს ძალიან კარგად იცის მოსამართლემ. შესაბამისად, შეკითხვები, რასაც ახლა პენიტენციური სამსახური უსვამს ჩვენს ექსპერტს, გასულია მისი კომპეტენციის ფარგლებიდან. მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ კომისიური წესით ექსპერტიზის თაობაზე“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიდან ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი გააძევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა