სემეკში სტაჟირების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

„სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინრის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს.

სტაჟირების საკონკურსო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://bit.ly/3YauxgF“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ