ანონსი  2 თებერვალი

2 თებერვალს, 10:30 საათზე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA სასტუმრო „პულმანში“ ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 37M

საკონტაქტო: თათა ქაფიანიძე - 577 40 04 74

2 თებერვალს, 11:00 საათზე, „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აბაშიძე-კარასინის თემაზე ბრიფინგს გამართავს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ

საკონტაქტო: ია ადეიშვილი - 599 26 40 26

2 თებერვალს, 11:00 საათზე, სამი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე (გირჩი - მეტი თავისუფლება), გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) და ელენე ხოშტარია („დროა“) ბრიფინგს გამართავენ.

თემა: აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი.

მის: შევჩენკოს ქუჩა N1 (სასტუმრო „შოთა რუსთაველი“, პარლამენტის გვერდით)

2 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ზამთრის სეზონი და ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება: გაზის ხარისხის და წნევის საკითხი, არასრული წვის ნიშნები. აბონენტების შემოწმების სტატისტიკა: კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემები.როგორ დავიზღვიოთ თავი უბედური შემთხვევებისგან - რეკომენდაციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

2 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გამართავს სამუშაო შეხვედრას გამართავს კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

მის: სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

2 თებერვალს,12:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ კვლევის „გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება“ - პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.#20

2 თებერვალს, 12:30 საათიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, დაგეგმილია შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი გააკეთებენ განცხადებას.

საკონტაქტო: ანი გაბელია 551 633 644

2 თებერვალს, 13:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გახსნის.

მის: გუდიაშვილის ქუჩა № 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნიკო კვარაცხელის მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართება.

2 თებერვალს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა გაიამრთება USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის საქართველოს ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ლიზა კოვაკთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

2 თებერვალს, 13:30 საათზე, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში ინსულინის მარაგების არქონისა და დაახლოებით ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში პრეპარატის პერმანენტული დეფიციტის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ.144

საკონტაქტო: სალომე კალანდაძე - 595 29 28 29

2 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია - „ილია და სახელმწიფო“ გაიმართება.

მის: ივანე ჯავახიშვილის ქ.#7 (ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი)

საკონტაქტო: 599 89 96 28

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა