კახა კალაძე - ვმუშაობდით, რომ ვაგონების შეძენაზე პასუხისმგებელ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა, თუმცა ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ სიტუაციიდან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით ან ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნოდა

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, იძულებულები გახდნენ, რომ მეტროსადგურებისთვის ვაგონები რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეეძინათ.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მუშაობდნენ იმისთვის, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტათ, მაგრამ ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ „ჩვენ, ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან, ან ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნოდა“.

„ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რაც შეეხება აღნიშნულ ტენდერს, ეს ტენდერი 2020, თუ 2021 წელს გამოცხადდა და 2021 წლის ნოემბერში გვყავდა აღნიშნული კომპანია გამარჯვებული, ამასთან, ტენდერს დედაქალაქის მერია არ ატარებდა, ევროპული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ატარებდა, კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მათი წესებით მოხდა კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენა. ამის შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ EBRD-თან ერთად ვმუშაობდით, თუ როგორ უნდა მოგვეხერხებინა და შეგვეწყვიტა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან {„მეტროვაგონმაშთან}, რომელიც არ არის სანქციების ქვეშ. ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ ჩვენ, ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან, ან ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნოდა. ჩვენ EBRD-თან ერთად ყველანაირი ფინანსური რისკი ავარიდეთ სახელმწიფოს. თუ ისინი დასანქცირდებიან, ჩვენ ყველანაირად დაზღვეულები ვართ, საქართველოს არანაირი ჯარიმა და ხარჯი არ ექნება. ჩვენი სურვილ არ ყოფილა ეს, იძულებულები გავხდით“,- აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა