პროკურორი - სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და მიუთითა, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა პირთა ჯგუფმა ჩაიდინა, რომელთაც ერთობლივად ჰქონდათ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა პირთა ჯგუფმა ჩაიდინა, რომელთაც ერთობლივად ჰქონდათ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთობლივად ატარებდნენ მას, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.

როგორც ის გამარტავს, მკვლელობის მოტივი უცნობია, თავად მსჯავრდებულებმა კი არადამაჯერებელი ვერსია დაასახელეს.

"სააპელაციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ბრალდების მხარე ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იგივე პოზიცია გვქონდა, რომ ქმედება ჩადენილი იყო პირთა ჯგუფის მიერ, როგორც მკვლელობის, ისე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომაც ზუსტად იგივე დაადასტურა, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და კიდევ ერთხელ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა, რომელთაც ერთობლივად ჰქონდათ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთობლივად ატარებდნენ მას.

ჟურნალისტები საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პირველივე დღიდან აშუქებთ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის პროცესებს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ ისინი მოტივზე არ საუბრობენ, იმდენად აბსურდული და უსუსური მოტივი დაასახელეს, რისი გაზიარებაც შეუძლებელია. მათ მიერ დასახელებული მოტივი საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა.

ხსენებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე გამოყოფილია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიებას აწარმოებს შსს-ს შესაბამისი დანაყოფი. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში საკითხის გარკვევა მიმდინარეობს იმ პირების დადგენის მიზნით, რომლებიც რაიმე სახის შემხებლობაში იმყოფებოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა