ანსამბლ „ქართული ხმების“ ხელმძღვანელის, ლოტბარ რობერტ გოგოლაშვილის მიერ წლების განმავლობაში, ექსპედიციების შედეგად მოპოვებული და გაშიფრული სანოტო ჩანაწერების კრებული გამოიცა

ანსამბლ „ქართული ხმების“ ხელმძღვანელის, ლოტბარ რობერტ გოგოლაშვილის მიერ წლების განმავლობაში, ექსპედიციების შედეგად მოპოვებული და გაშიფრული სანოტო ჩანაწერების კრებული გამოიცა.

პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ფოლკლორის მოყვარულთა, უმაღლესი სასწავლებლებისა და ანსამბლების ფონოთეკები და ბიბლიოთეკები კიდევ ერთი ახალი გამოცემით გამდიდრდება.

მათივე ცნობით, კრებულში 22 ქართული ხალხური სიმღერა შევიდა.

„ფოლკლორული ნიმუშები დასავლეთ საქართველოდანაა – იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან და სვანეთიდან. გამოცემას თან დაერთვის აუდიოდისკი, რომელშიც 22-ვე სიმღერაა შესული, იმ ხუთი ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით, რომელთაც სხვადასხვა დროს რობერტ გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა, ან დღესაც უძღვება. მათ შორის არის „ქართული ხმები“, „თბილისი“, „იმერი“, „უნივერსიტეტი“ და „ფაზისი“.

უნიკალური სიმღერებისა და ჩანაწერების აღდგენა-გაციფრების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსთა და ფოლკლორისტთა გამოცდილმა გუნდის წევრებმა, რომელთაც გასულ წელს პირველი ქართული ოპერის მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ ხელნაწერი აღადგინეს და გამოსცეს. კრებულები არ არის განკუთვნილი გაყიდვისათვის. პროექტის უპირველესი მიზანი იყო გამოცემის იმ მუსიკალურ და ფოლკლორულ წრეებში, ასევე საჯარო დაწესებულებებში და ბიბლიოთეკებში გავრცელება, რომელთაც აქვთ სურვილი ქართული ხალხური სიმღერების შესწავლისა თუ მათი შემდგომი კვლევა-ძიებისა და პოპულარიზაციისა. პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა YTA UNION“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა