მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილიადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

„ეს საქმე რომ რეზონანსულია და ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი კომენტარს აკეთებს... იქამდე, ხომ არ მივალთ, ერთის მხრივ, გვეჩქარება და დროზე გვინდა გადაწყვეტილება მივიღოთ და მეორეს მხრივ, უნდა ვდიოთ ყველას, ვინც სადღაც განცხადებას გააკეთებს?! თქვენ გინდათ იუსტიციის მინისტრი აქ მოვიყვანო, თითი ვუქნიო და ყური ავუწიო? მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც პრესასთან აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, არ შეიძლება იყოს მოწმე. მით უფრო, ის არგუმენტები რაც ადვოკატმა გააჟღერა, მათთვის უკვე ნოემბრის ბოლოს ცნობილი იყო და შეეძლოთ თავდაპირველ ეტაპზე გაეჟღერებინათ თუკი ამის დაკითხვის საჭიროება იყო. ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მით უფრო ისეთი მოწმის, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე არ არის ექსპერტი და ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა მოსამართლემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში მოწმის სახით იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

„როგორც სასამართლოსთვის ცნობილია, პირველივე სხდომაზე ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ანგარიში, სადაც ქრონოლოგიურად იყო წარმოდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოლიტიკური განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რომლებიც შეიცავდა მედპერსონალზე, გამოძიებასა და სასამართლო სისტემაში დასაქმებულ თანამდებობის პირთა მიმართ ზეწოლის ნიშნებს. სასამართლოზე სხდომაზე ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მართლაც შეწყდა ხელისუფლების თანამდებობის პირთა მხრიდან პოლიტიკური განცხადებების შეფასებებისა და სააკაშვილის პერსონალური შეურაცხყოფისა და თავდასხმის შემთხვევები. როგორც ჩანს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას და თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის ან პირდაპირ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი მოწვეულ უნდა იქნას სასამართლოს ხდომაზე და მისცეს ჩვენება იმის თაობაზე, თუ არა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ამ გზით უნდა სიცოცხლის დასრულება. სასამართლოს ვთხოვთ რატი ბრეგაძე გამოძახებული იყოს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მისაცემად. გვითხრას, მისი სისტემა რა მიზეზით არ უწევს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურ მკურნალობას“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა