მოსამართლემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის მიხედვით, სააკაშვილის ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი აცხადებდა, რომ მოწმე ობიექტური არ არის.

"ქალბატონი ეკა ჩავლეიშვილი 2014 წლის 1-ელ ოქტომბერს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა. ერთ-ერთმა შემდგენმა პირმა აპრილში დაწერა, რომ ნაკლებად მძიმე დაზიანება იყო, შემდეგ იმავე ექსპერტთან ერთად ქალბატონმა ჩავლეიშვილმა დაწერა, რომ მძიმე დაზიანება იყო...

სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის მესამე მუხლის დარღვევით ჩატარებულ ექსპერტიზაში მიიღო მონაწილეობა. არასწორად შედგენილ დასკვნას მოაწერა ხელი იმ მხრივ, რომ არც თარგმანი არ იცოდა რომას რაიუდისმა, არც აქ არ იყო, არც ლიცენზია ჰქონდა. ეს მიგვითითებს, რომ ქალბატონი მოწმე არის არაობიექტური პირი. ამავე საქმეში ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერტიზას უკვე აწერს ხელს, რითაც ბრალი დაუმძიმდა განსასჯელს. ის მანიპულაციები, რაც მოჰყვა ამ მეორე ექსპერტიზის ჩატარებას, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამგვარ ექსპერტს არ ვენდოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ „დაინტერესებული, შეკვეთილი ექსპერტია, გამყალბებელი“.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების თაობაზე განმარტა, მოწმის აცილების საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს.

"ის, რომ ქალბატონმა ეკამ მონაწილეობა მიიღო იმ ექსპერტიზის ჩატარებაში, რომელიც არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებად იყო გამოყენებული მსჯავრებულის მიმართ, არ არის აცილების საფუძველი. არგუმენტები, რაც ბრძანეთ, მოსაზრების დონეზე იყო“, - აღნიშნავს არევაძე.

ამ წუთებში, სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტის მოწმის, ექსპერტ ეკა ჩავლეიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა