მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძესა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს შორის კამათი იყო

ძალიან გთხოვთ, თვალები არ გადმოგიცვივდეთ, ნელა, ფრთხილად. ძალიან გთხოვთ, ნუ მელაპარაკებით ასე!,- ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა, რომელიც მოწმის სახით იკითხება.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის განხილვას ეკა ჩავლეიშვილსა და ხაჭაპურიძეს შორის კამათი მოჰყვა.

მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა ჩავლეიშვილს ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კითხვები დაუსვა, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ როგორც არ უნდა შეუბრუნოს კითხვა, მაინც თავდაპირველ პასუხს გასცემს იმიტომ, რომ რაც ადვოკატებს უნდათ, იმ პასუხს ვერ მიიღებენ.

სწორედ ამ დროს ჰკითხა შალვა ხაჭაპურიძემ მოწმეს, თუ რატომ ვერ მიიღებს ადვოკატი კითხვაზე პასუხს

„იმიტომ, რომ მე ამაზე პასუხი უკვე გავეცი და ბევრნაირად მიტრიალებს [ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი კითხვას]“ , - განაცხადა ეკა ჩავლეიშვილმა.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მას კითხვით მიმართა, თუ სად ისწავლა ასეთი საუბარი?!

„ასეთი საუბარი მე, მასწავლა სასამართლო პროცესებმა და თქვენთან ურთიერთობებმა“, - უპასუხა ადვოკატს ეკა ჩავლეიშვილმა.

თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპერტს მიუთითა, რომ მისი კოლეგა ზურაბ ვანიშვილი დიაგნოზთან დაკავშირებით ეკითხებოდა მას, რომელსაც „ეუზრდელება“.

„არ ვეუზრდელები, ეს არ არის უზრდელობა. ძალიან გთხოვთ ცოტა კორექტულად ისაუბრეთ“, - მიმართა ადვოკატს ექსპერტმა ჩავლეიშვილმა.

თავის მხრივ, მოწმეს კორექტულობისკენ მოუწოდა ხაჭაპურიძემაც.

„კულტურაა, როცა ამბობთ - თქვენ რაც გინდათ იმ პასუხს ვერ მიიღებთო? ასე ილაპარაკეთ სადმე. მე კორექტულად უნდა ვისაუბრო და თქვენ არაკორექტულად?!- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა