ანონსი  4 თებერვალი

4 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: რეკორდულად დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში.

საკონტაქტო: თათია ლომთაძე - 551 513 514

4 თებერვალს, 10:30 საათზე, „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა“ ასოციაცია თბილისის საკრებულოს ახალ დადგენილებას გააპროტესტებს, რომელიც „მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს“.

თემა: ბრიფინგზე ასოციაცია იურიდიულად განმარტავს რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდებიან მოქალაქეები და რა სამართლებრივი დარღვევებია აღნიშნულ დადგენილებაში.

მის: წერეთლის 118 („ექსპო ჯორჯია“ პირველი პავილიონი)

საკონტაქტო: სესილი ბოკერია - 597 70 29 19

4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“

4 თებერვალს, 15:00 საათზე, „24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის“ წარმომადგენლები ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრას - „ახალგაზრდები ევროპისთვის“ გამართავენ.

მის: ნინოშვილის 8 („ფაბრიკის“ საგამოფენო სივრცე)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს