მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 3 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, ეკა ჩავლეიშვილი და სამხარაულის ექსპერტი, აკაკი ტყემალაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს დასაკითხ მოწმეთა სიაში არსებული რამდენიმე პირის ჩახსნის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ მოწმეების დაკითხვა დაასრულეს.

„განცხადებით მივმართავთ სასამართლოს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დასაკითხად გვყავდა არასამედიცინო განათლების პირებიც. ყველა ეს არასამედიცინო განათლების პირი გვინდა ჩავხსნათ.

ვფიქრობთ, სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდა როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე არასამედიცინო თვალსაზრისით. წარმოდგენილია პირადი საქმე, შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორც ექსპერტიზის დასკვნები და მისი დანართები, ამიტომ ჩვენ ვშუამდგომლობთ, აღარ დაიკითხოს ჩვენ მიერ მოთხოვნილი, არც ერთი მოწმე. ჩვენ დავასრულეთ მოწმეების დაკითხვა“, - განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქმის მოსამართლის გიორგი არევაძის განცხადებით, შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა