შალვა ხაჭაპურიძე - ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ხვალ სასამართლო ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, სამხარაულის გაყალბებული დასკვნის და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის ექიმის გარდა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძის შეფასებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს.

„მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორცილდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსებიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა