დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინა ბახმუტის მიმდებარედ ლოჯისტიკურ მარშრუტებზე კონტროლს ინარჩუნებს

რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში მცირე წინსვლას მიაღწიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებში, მაგრამ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ლოჯისტიკური მარშრუტების უმეტესობაზე.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაში განაცხადა.

როგორც მედია წერს, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ძალებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ბახმუტს ქალაქ სივერსკთან.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალებისთვის ხელმისაწვდომი რჩება მრავალი ალტერნატიული მარშრუტი, ბახმუტი სულ უფრო იზოლირებული ხდება“, - ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს