აკაკი მინაშვილი - კლუბად გარდასახული „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი - უარს ვამბობ ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი პარტიის მიერ დამტკიცებულ პოლიტსაბჭოს „ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბს“ უწოდებს და მის წევრობაზე უარს აცხადებს.

როგორც აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, პარტიის ყრილობაზე დამტკიცებულ პოლიტიკურ საბჭოს ლეგიტიმაცია ნულის ტოლია.

მისივე განმარტებით, ახალმა მენეჯმენტმა რამდენიმე დღეში გათელა ფეხქვეშ როგორც საკუთარი დაპირებები, ისე დემოკრატიულობის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა.

„მარტივად და პირდაპირ - უარს ვამბობ ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი.

სულ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები ( 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების „ვიწრო წრეში“ ჩატარების იდეით გამოდიოდა).

ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს ჰპირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.

პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია, მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფი კლუბად გარდასახული „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.

აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა - უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა ამ „პოლიტსაბჭოს“ შემადგენლობაში.

თავმჯდომარის და გენმდივნის „ხუთ კაციანი კვოტა“ საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის.

სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის „ახალი“ მენეჯმენტი, თან როდის - საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლებას გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.

კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს - ვაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისათვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები