შალვა ხაჭაპურიძე - არ გამოვრიცხავ შუამდგომლობა დავაყენო, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე, „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი პირადად ნახოს

არ გამოვრიცხავ შუამდგომლობა დავაყენო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, პირადად ნახოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სასამართლოს დარბაზში კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ან ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი გამოიკითხოს.

„არ გამოვრიცხავ შუამდგომლობა დავაყენო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილებას მიღებამდე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს და პირადად ნახოს.

მას {მიხეილ სააკაშვილს} სურს, რომ სასამართლოს დარბაზში ზურაბ ჩხაიძე ან თამარ დავარაშვილი დაიკითხოს. იმიტომ, რომ მეორე მხარემ {პენიტენციურმა სამსახურმა} მთავარი მოწმეები მოხსნა. ამ საკითხზე იურიდიული ჯგუფი ვიმსჯელებთ, ეს სამართლებრივად რამდენად შესაძლებელი იქნება. ექიმი, რომელიც უნდა მოსულიყო და ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ჩვენი მხრიდან მტკიცებულებები, ექსპერტების დასკვნებია წარმოდგენილი და მეორე მხრიდან არავინ არ არის. ნინო ნადირაძისთვის საქმის დეტალები, ავადმყოფობის ისტორიაში რა წერია, ცნობილი არ არის. სასამართლომ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის ბედი წყდება და არა მარტო ადამიანის, შეიძლება ითქვას საქართველოში შემდეგში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ქვეყანა როგორ ან საით წავა, ამის ბედი წყდება დღეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში პოლონეთი მზად არის ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს.

„თუ სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია რამდენიმე წუთში ციხეთა სისტემა დატოვოს. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით მოხდეს. პოლონეთი გამოაგზავნის თვითმფრინავს და შემდეგ გადაწყდება, რომელ ქვეყანაში შეიძლება მისი გადაყვანა. ვფიქრობ, რომ ეს გერმანია იქნება“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა