მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პიანისტი, რიჩარდ კლაიდერმანი თბილისში კონცერტს გამართავს

3 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი ფრანგი პიანისტის, რიჩარდ კლაიდერმანის კონცერტი გაიმართება.

რიჩარდ კლაიდერმანის შემოქმედება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც პოპულარულია. მუსიკოსის მიერ შესრულებული მელოდიები ბევრი მსმენელის ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, მის კონცერტზე დასწრება წლებია ბევრის ოცნებაა.

რიჩარდ კლაიდერმანს 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მისი სტილი მსუბუქი, რომანტიკულია. სწორედ ამის გამო, მას „რომანტიკის პრინციც“ კი შეარქვეს.

გინესის წიგნში მუსიკოსი შესულია წოდებით - „მსოფლიოს ყველაზე წარმატებული პიანისტი“.

მისი წარმატების საწყისად შეიძლება ჩაითვალოს “Ballade pour Adeline”. ბალადა, რომელიც კომპოზიტორმა პოლ დე სენევილმა მის ქალიშვილს ადელს მიუძღვნა. ეს ბალადა მალევე, მოკლე დროში, 22 მილიონზე მეტმა ადამიანმა, 38 ქვეყანაში მოისმინა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლდათ მუსიკოსის კარიერაში.

ორგანიზატორებმა „თარ ივენთმა“ და „სიან გრუპმა“, „Silk hospitality“-ის სპონსორობის დახმარებით გადაწყვიტეს, რიჩარდ კლაიდერმანის ტურნეში საქართველოც ჩაესვათ და 3 მარტს, დედის დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელისთვის მისი მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.

ყველაზე წარმატებული პიანისტის კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე აქტიურად იყიდება, რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

ვიდეო რგოლი: https://www.youtube.com/watch?app=desktop&v=UpWT6Aq1dZ0

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს