ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ ყველა განცხადებით, საჯარო გამოსვლით, პროპაგანდით ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი შურისძიების საგანი

„ქართული ოცნება“ ყველა განცხადებით, საჯარო გამოსვლით, პროპაგანდით ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი შურისძიების საგანი და მისი პატიმრობა მათი პოლიტიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება არ იქნება.

„სააკაშვილის პატიმრობა არის პოლიტიკური ინსტრუმენტი "ქართული ოცნებისთვის" და ვხედავთ როგორ იყენებს ასევე პროპაგანდისთვის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუხედავად სააკაშვილის ასეთი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მე არ მაქვს იმედი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება - პოლიტიკურად, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა - ადამიანურად და ზრუნვა იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში არ დაეღუპოთ. "ქართული ოცნება" ყველა განცხადებით, საჯარო გამოსვლით, პროპაგანდით ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი შურისძიების საგანი და მისი პატიმრობა მათი პოლიტიკური ინსტრუმენტი", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ მათი გაყოფა გარდაუვალია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს