ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები გერმანიასა და პოლონეთში კონცერტებს გამართავენ

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები გერმანიასა და პოლონეთში კონცერტებს გამართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ „რუსთავიდან“ აცნობეს, პირველი კონცერტი 12 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში გაიმართება.

საქართველოს ტრადიციული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, "რუსთავის" მომღერლები ბერლინში, ჰამბურგსა და ვარშავაში მაყურებლის წინაშე ტრადიციულ ხალხურ სიმღერებს, ოთარ თაქთაქიშვილის სუიტას(მეგრული სიმღერები), იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებს "ფრთაო ნათლისაო" და ინგლისელი კომპოზიტორის დევიდ ბრუსის კომპოზიციას შეასრულებენ. აღნიშნული ნაწარმოები ქართულ ენაზე სპეციალურად ანსამბლ "რუსთავისთვის" ითარგმნა.

პირველი კონცერტი 12 თებერვალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში (Pierre Boulez Saal) გაიმართება. 13 თებერვალს ანსამბლი "რუსთავი" დევიდ ბრუსის ნაწარმოების სტუდიურ ჩანაწერს გააკეთებს. 14 თებერვალს "რუსთავი" პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავის ფილარმონიაში (Filharmonia Narodowa w Warszawie, Warsaw) წარსდგება მაყურებლის წინაშე. 15 თებერვალს კი, ისევ გერმანიაში, ჰამბურგში (Elbphilharmonie Hamburg) გამართავს კონცერტს. აღნიშნული ტურნეს ორგანიზატორია ცნობილი მუსიკოსი ავი ავიტალი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა