თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა, სადაც კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც თვისობრივად გაზრდის კიბერუსაფრთხოების ხარისხს, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ დონეზე.

„ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მიუნერმა.

გამომსვლელების მიერ ეროვნული პერსპექტივის ჭრილში პოზიტიურად შეფასდა სამინისტროს მიერ კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საქმიანობა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სტრატეგიული პარტნიორების მიერ ხაზგასმით აღინიშნა ბიუროს მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2022 წელს შესრულებული და 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა