შალვა ხაჭაპურიძე - დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი - ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი - ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებით არ დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნასთან პირდაპირ, ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის(სამხარაულის ეროვნული ბიურო) 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებით. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი- ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება არანაირ თანამშრომლად კლინიკა „ვივამედში“, მითუმეტეს, დირექტორად. ხოლო, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა