შალვა ხაჭაპურიძე - ბატონო მოსამართლევ, დღეს შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას - ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა თქვენს ხელთაა

მწამს, რომ თქვენ გამოიტანთ სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას - ბატონო მოსამართლევ, შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელთაა.

„მჯერა, რომ თქვენ შემოიფარგლებით მხოლოდ იმით, რაც გაარკვია სასამართლომ. დღეს ამ დარბაზში წყდება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამავდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, იგი მძიმე ავადმყოფია, ან ალტერნატივის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად მოხდეს მისი განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე ან გამოჯანმრთელების მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ვინაიდან მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

გარდა ამისა, მინდა დავამატო და გამოვთქვა ჩემი პოზიცია. საქმეში ჩემი ჩართვის შემდეგ არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება, არც ამჟამად არ ვაკეთებ მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე. ამ საქმეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, საქართველო. წარმოუდგენელია „ვეფხისტყაოსნის“ ერს 21-ე საუკუნეში პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები, უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება, ბატონო მოსამართლევ, დღეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა თქვენ ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი თუ ისევ იქ ვართ, როცა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვკალით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა