ვალერი გელბახიანი - მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან საკუთარი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და ჯანმრთელობაც ანაცვალა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და არავის ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან საკუთარი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და, როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობაც მას ანაცვალა. ამიტომ, ყველამ იცოდეს, ის ამ ქვეყანაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის, - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შესახებ დასკვნითი სხდომა იმართება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლებისთვის მიმართა, ის ამით წყალობას არ სთხოვდა არცერთ მოქმედ ხელისუფალს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტიტუტის არსებობა, რომელიმე ხელისუფალის ნებას ან სურვილს მიეწერებოდეს და პერსონალური სურვილის, წყალობის დონემდე იყოს დაყვანილი, რადგან ვინც ასე ფიქრობს, შესაძლოა, მათთვის დიდი პატივი იყოს იმიტირებული ავადმყოფობა და ხელისუფალის მიერ ნაწყალობები თავისუფლება. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შუამდგომლობით შემოვიდა ამ სასამართლოში, ის წყალობას არ სთხოვდა არცერთ მოქმედ ხელისუფალს და მხოლოდ სასამართლოს მიმართავდა გამოეყენებინა ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მის პრეზიდენტობამდეც კანონის სახით არსებობდა და რომელსაც სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაემატა მძიმე ავადმყოფობის გამო მსჯავრდადებულის გათავისუფლების ინსტიტუტი და რომელსაც დღეს, ვიღაცები ხელისუფლების წყალობად აღიქვამენ. არა! ადვოკატები უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და არავის ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან მთელი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობაც მას ანაცვალა. ამიტომ, ყველამ იცოდეს, ის ამ ქვეყანაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის და ამჟამადაც, სწორედ სასამართლოს მიმართა“,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა დასკვნით სიტყვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა