გელა ნიკოლაიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება - ეს არის ჩემი რწმენაც და სურვილიც

მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა.

მისივე თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა, არასასურველი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლის დაანონსებით ხდება.

„როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ჩართვისას ორჯერ ვიხილეთ, ფორმა მართლაც ძალიან მძიმე იყო. მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათებმა და ალბათ, ამის მიზანიც ეს იყო. მაშინაც და დღესაც გააკეთა განცხადება მან, თუ არ დამიკმაყოფილეს, აბა, გაბრაზდით, მოწოდება იყო.

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თქვენიო, გეუბნებიან. ფაქტობრივად, თქვენ თუ დააკმაყოფილებთ მათ შუამდგომლობას, ამით გეუბნებიან, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებთ, რადგან მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს, საქართველოს ბედი წყდება, ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეზეო. მე არ ვიცი, სხვა ზეწოლა რა არის, თუ არა იმის თქმა: „თუ ასე არ გააკეთებთ, ქუჩაში ომი დაიწყება და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი“.

მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა