შალვა ხაჭაპურიძე - მოსამართლის გადაწყვეტილებას სერიოზული გამოცდა რამდენიმე დღეში ელოდება - რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მისივე თქმით, დღეს მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდით. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას - ბუნებრივია, მმართველ ძალას. ხვალ ან ზეგ სხვა ძალა მოვა და იმას მოემსახურებიან. გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის დასკვნებიც მოსამართლის კარნახით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ, სამხარაულის დასკვნას. მოსამართლის კარნახით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით, ბოლო პროცესები. მან იუსტიციის მინისტრის დაკითხვაზე უარი გვითხრა. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მოწმეთა სიაში იყო, ასევე დარბაზში იყო და კითხვებს სხვას აძლევდა და ბოლოს მის დაკითხვაზე უარი მივიღეთ. ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა სულ რამდენიმე დღეში ელოდება. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა