ანონსი 8 თებერვალი

ანონსი  8 თებერვალი

8 თებერვალს, 05:15 საათზე, საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები თურქეთის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის გათამაშებიდან 10 მედლით ბრუნდება.

მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საკონტაქტო: ნინო მეუნარგია - 599 87 47 74

8 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „მიწისძვრა, სეისმურად აქტიური ზონები, საფრთხე და ძირითადი გამოწვევები“.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

8 თებერვალს 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავენ.

თემა: „დაიცავი გელათი!“

საკონტაქტო: 599 26 40 26

8 თებერვალს, 11:00 საათზე, გარდაცვლილი 3 წლის მართა ხვედელიძის ოჯახი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროსთან მივა და შვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზზე პასუხს მოითხოვს.

თემა: „მართა ხვედელიძეს იაშვილის კლინიკაში, 2022 წლის 12 მარტს ოპერაცია ჩაუტარდა. ორის თვის შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში ბავშვს სეფსისი განუვითარდა და გარდაიცვალა“.

8 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

8 თებერვალს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 თებერვალს, 17:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი კაან ორბაის შეხვდებიან.

მის: ილია ჭავჭავაძის 35 (თურქეთის საელჩო)

საკონტაქტო: ია ადეიშვილი 599 26 40 26